ლევან რატიანი – მამუკა ონაშვილზე: პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, კრიტიკულია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მომღერალ მამუკა ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„გაუმჯობესება არ არის, პირიქით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, კრიტიკულია“, – აცხადებს რატიანი.
ცნობისთვის, მომღერალი, მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა. შემთხვევა ნატახტართან მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.