სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობას აჩვენებს და არც – ძალას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე” წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატობა მიიღწევა ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ.
„საქართველოს დევიზი ამბობს, „ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობას აჩვენებს და არც – ძალას. ევროკავშირის კანდიდატობა მიიღწევა არა ცალკეული პარტიის მიერ, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას შეაქვს წვლილი და ყველა იღებს დაფასებას“, – წერს ევროპარლამენტარი.
🇬🇪 #Georgia's motto says "Unity is Power". Unfortunately, having parallel groups working on the EU recommendations demonstrates neither unity nor power. EU candidacy will be achieved not by a single party but by united political class. Everyone contributes, everyone gets credit!
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 22, 2022