გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ კარალეთთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.