საელჩოს ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების გასაჯაროების შიშით ვატო წერეთელს საკუთარი წინა ვერსიის უარყოფა და ოხანაშვილთან ინციდენტამდე ყურში ჩაჩურჩულების ფაქტის დადასტურება მოუწია
სწორედ ლექსო ლაშქარავას საქმეზე იყო ანრი ოხანაშვილისთვის ის ყურში გადაჩურჩულება. მე მივეცი დღეს ჩვენება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოხანაშვილს ყურში ჩასჩურჩულა, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მმართველი გუნდის კისერზეა.
„სწორედ ლექსო ლაშქარავას საქმეზე იყო ანრი ოხანაშვილისთვის ის ყურში გადაჩურჩულება. მე მივეცი დღეს ჩვენება. ანრი ოხანაშვილი მე ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი, ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობთ. მე ვუთხარი მას, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე კიდია-მეთქი და მართლა ამ ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი ირაკლი ღარიბაშვილის და იმ პარლამენტის კისერზეა“, – განაცხადა ვატო წერეთელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩოში 30 ივნისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პროკურატურაში “ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი გამოიკითხა.