ლაშა ჩხიკვაძე: ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო
კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყველამ უნდა ვისწავლოთ როგორც ინსტიტუტებს, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა, – ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო. ნამდვილად არ შევალ სიღრმეებში, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ბატონი ნიკას გასამართლება 2 ეპიზოდში მოხდა და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მანქანის ეპიზოდს და მანქანის ეპიზოდიც არასწორად მიაწოდეს საზოგადოებას. თუმცა, ნამდვილად ვერ შევაფასებ საკუთარ გადაწყვეტილებას. ამისთვის არსებობს ზედა ინსტანციები“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.