აქციის მონაწილეებმა შრი-ლანკის პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს

შრი-ლანკაში მომიტინგეებმა პრეზიდენტის გოტაბაია რაჯაპაქსას რეზიდენცია დაიკავეს. პრეზიდენტმა რეზიდენცია რამდენიმე წუთით ადრე დატოვა, აღნიშნულის შესახებ Times of India წერს.

აღნიშნულია, რომ რაჯაპაქსა კვლავ ოფიციალურად ითვლება ქვეყნის პრეზიდენტად და მას სამხედროები იცავენ. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები მასშტაბები ეკონომიკური კრიზისის გამწვავების ფონზე გაიზარდა. პოლიციამ დააწესა კომენდანტის საათი მას შემდეგ, რაც 8 ივლისს სტუდენტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა, შაბათ-კვირას დაგეგმილი აქციის წინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები