ლარი კვლავ გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა.

9 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.8896 ლარი ეღირება, ევრო – 2.9327 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4649 ლარი.

დღევანდელი ოფიციალური კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 2.9119 ლარი ღირდა, ევრო – 2.9690 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4949 ლარი.

ეროვნული ვალუტის განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები