ამირან გამყრელიძე: საქართველოში ბოლო სამი კვირაა კორონავირუსის შემთხვევების მატება გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი კვირაა კორონავირუსის შემთხვევების მატება აღინიშნება.

მისივე თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი დაბალ დონეზეა.

“საქართველოში ბოლო სამი კვირაა უკვე მატება გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო კვირა, როდესაც გაორმაგება მოხდა, ანუ ვთქვათ თუ 2 კვირის წინ, კვირის განმავლობაში იყო 400-500 შემთხვევა, 20-დან 26 ივნისამდე ჩვენ გვქონდა 1000-ზე მეტი შემთხვევა. ამ კვირაშიც, წინასწარი მონაცემების მიხედვით – იქნება მატება.

მაგალითად, გუშინ გვქონდა 530 შემთხვევა. პროგნოზი არის ის, რომ შემთხვევების მატება გვექნება, მაგრამ საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი სტაბილურია დაბალ დონეზე, რაც ნიშნავს რომ ყოველდღიურად საავადმყოფოებში ხვდება 15-20-25 ადამიანი. დღევანდელი გათვლებით, 50-60%-ით ქვეყანაში ცირკულირებს BA.4 და BA.5”, – აცხადებს გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები