ანგარიში ხალხს – ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის 1 წლის საქმიანობა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით შექმნილი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის საქმიანობას 1 წელი შეუსრულდა. შემაჯამებელი ღონისძიება ჭიათურის დრამატულ თეატრში გაიმართა.

დარბაზში შეკრებილ სტუმრებს, სიტყვით მიმართა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. მან ისაუბრა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე და რეგიონისთვის მულტიფუნქციური ცენტრის მნიშვნელობაზე.

„ეს არის პროექტი იმ პოზიტიური ძვრებისა და რეალური, ხელშესახები პროგრესის ერთ-ერთი ნათელი გამოხატულება, რომელსაც ბოლო წლებში ჩვენმა კომპანიამ მიაღწია. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და კონკურენტუნარიანობა უტყუარი გარანტიაა მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდა თაობის წარმატებისთვის. ეს კი, თავის მხრივ, იქნება იმის წინაპირობაა, რომ ეკონომიკურად საგრძნობლად წავიწიოთ წინ და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, არის კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ადგილობრივი ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა. დარწმუნებული ვართ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შრომით ბაზარზე მათი ეფექტიანი ინტეგრაცია.

ტექნოლოგიების ეპოქაში თითოეულმა მათგანმა ადრეული ასაკიდანვე უნდა აუწყოს ფეხი თანამედროვე მოთხოვნებს, დაეუფლოს ბაზარზე არსებულ მაღალანაზღაურებად პროფესიებს. გვჯერა, რომ სწორედ ეს არის ის, რაც გააძლიერებს ჭიათურას, საბოლოო ჯამში კი, რა თქმა უნდა, მთელ ჩვენს ქვეყანას,“ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. მულტიფუნქციური ცენტრის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორი თეიმურაზ ხონელია და მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია პატარიძე. მათ მულტიფუნქციური ცენტრის ერთ წლიანი საქმიანობა შეაჯამეს, ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნეს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში მიღებული ცოდნა ხელს უწყობს დასაქმებას, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონზე.

„ჩვენი კომპანიის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანია, რომ განათლება ჩვენს რეგიონში იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში წარმართული თითოეული კურსი და ღონისძიება იყო, არის და იქნება სრულიად უფასო ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობას გავუღვივებთ ინტერესს და სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, შეიძინოს პროფესია და გახდეს მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი კადრი. გპირდებით, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ მათი მოტივაციის ასამაღლებლად. ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით და ფინანსური ჩართულობით ყველაფერი კეთდება, რომ გვყავდეს უფრო მეტი კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რაც თავისთავად მეტ დასაქმებულ ადამიანს და ფინანსურად გამართულ ოჯახს ნიშნავს,“- განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცულმა დირექტორმა თეიმურაზ ხონელიამ.

წლის შემაჯამებლ ღონისძიებას ჭიათურის მერი გივი მოდებაძეც დაესწრო. მულტიფუნქციური ცენტრის შექმნის დღიდან, საგანმანათლებლო პლათფორმის კურსებსა და აქტივობებში 500 -ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. მათგან ათზე მეტი მსმენელი ცენტრში შესწავლილი პროფესიული მიმართულებით დასაქმდა და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ მულტიფუნქციური ცენტრის საკონკურსო იდეების ფარგლებში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულად დააფინანსა 3 ბიზნეს იდეა. ბიზნეს იდეების კონკურსი, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანია მომავალშიც გეგმავს ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტს, რომელიც უკავშირდება ჭიათურის განვითარებას, მომავალი თაობის განათლებას და მათივე დასაქმებას. ერთი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებული ტექნოლოგიური თემატიკის კურსები არაერთ საინტერესო მიმართულებას მოიცავდა: რობოტექნიკა, პროგრამირება (Front-End Development, Python, C#, WordPress), სოციალური მედია მარკეტინგი, გრაფიკული და UI/UX დიზაინი. მულტიფუნქციურ ცენტრში აქტიურად იგეგმება კონკურსები, ლაშქრობები და ბანაკები.

შეიქმნა “აგრო სკოლა”, “სამოქალაქო კლუბი”, და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – “ტექნოლოგიური სივრცე”, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მომავალ გეგმებზეც იყო საუბარი. დეტალები სტუმრებს მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია პატარიძემ გააცნო.

„როგორც ცნობილია, განსაკუთრებით მასშტაბური გეგმებით 2022 წლის ზაფხული იქნება დატვირთული და სექტემბრიდან უკვე ახალ კურსებზე განახლდება მიღება. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ზრუნვას პროექტში ადგილობრივი ახალგაზრდების მეტი ჩართულობისათვის, რაც რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს“, განაცხადა მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას. ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ახალ კურსებზე მიღება სექტემბრიდან განახლდება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით სწავლა ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის კვლავ უფასო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები