ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები გასცა.

წინასასამართლო პალატამ პროკურორის 2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაპატიმრების ორდერები გაიცა გენერალ-ლეიტენანტ მიხაელ მინძაევზე, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად მსახურობდა; გამლეტ გუჩაზოვზე, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსის პოსტს იკავებდა და დავით სანაკოევზე – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელზე ადამიანის უფლებათა საკითხებში.

როგორც დაკავების ორდერშია აღნიშნული, არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულების ჩადენაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები