შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იცის, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს

ვადამდელ არჩევნებს რატომ არ ითხოვენ? – იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რა საჭიროა ვადამდელი, რომელიც ახლახან იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პირწმინდად წააგო ოპოზიციამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთელი კამპანია ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ემსახურება.

“ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს, რადგან იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. ვადამდელ არჩევნებს რატომ არ ითხოვენ? – იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. რა საჭიროა ვადამდელი, რომელიც ახლახან იყო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. მათი მთელი კამპანია ემსახურება სწორედ ხალხისთვის გვერდის ავლას, ჩაჩოჩებას და ხალხის გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები