რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული ხერსონიდან ქალაქის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს.
ამის შესახებ Facebook-ზე მისმა მრჩეველმა, გალინა ლიაშევსკაიამ დაწერა.
„იგორ კოლიხაევი წაიყვანეს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი“, – დაწერა მან.
აპრილში კოლიხაევმა განაცხადა, რომ ქალაქში რჩება, თუმცა, უარი თქვა ოკუპანტების მიერ შექმნილ „ადმინისტრაციასთან“ თანამშრომლობაზე.