ექიმებმა მარნეულში აივნის ჩამონგრევისას დაღუპული ორსული ქალის ჩვილის გადარჩენა შეძლეს
ექიმებმა მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორსული ქალის ჩვილის გადარჩენა მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ ჩვილს გული გაუჩერდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ცნობისთვის, გუშინ მარნეულში, საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა. გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ორსული ქალბატონი.
როგორც ,,კვირას,, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.