პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დახურულად გამოაცხადა.
საგაზაფხულო სესია დღევანდელი ბიუროს სხდომაზე ჰიმნით დაიხურა.
რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
სესიის დახურვის მიუხედავად, შესაძლოა, რამდენიმე რიგგარეშე სხდომა გაიმართოს.