ირაკლი ზარქუა: ევროკავშირს მინდა, ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ აქციაზე ნამდვილად ბევრი ადამიანი იყო, გაცილებით მეტია მოსახლეობა, რომლის სურვილიცაა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად ვიაროთ

“მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით – „ევროპაში”, “ევროპისკენ წინ”, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო, გაცილებით მეტია მოსახლეობა, რომლის სურვილიც ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელი სვლაა.

„გუშინდელი აქცია ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობისა” და „სირცხვილიას“ მიერ. თავიდან მეც მეგონა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ჰყავდა, თუმცა, როცა ჩართვა ვნახე „ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების, მერე უკვე მივხვდი და ბოლოს რევოლუციური მოწოდებები ეტყობა მაინც გამოეპარათ. რასაც ვაკვირდებოდი, ერთსულოვნება იყო, განსხვავებული ორიენტაციის, მრწამსის ადამიანები იყვნენ აქციაზე წარმოდგენილნი. ევროკავშირს მინდა, ვუთხრა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ნამდვილად იყო ბევრი ადამიანი, გაცილებით მეტია მოსახლეობა, რომლის სურვილიც არის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად ვიაროთ. მინდა, ვთქვა, ხაზგასმით, რომ გუშინ იყო მცდელობა პატიმარ სააკაშვილის თუ სხვა მსჯავრდებულების ბანერები წარმოედგინათ და ამის აღკვეთა მოხდა. მცდელობა იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელთ ეგდო მიკროფონი, თუმცა, არ დაუშვეს სტუდენტებმა და მადლობა მათ ამისთვის. არცერთი სიტყვა არ იყო გახმოვანებული სააკაშვილზე და „ნაცმოძრაობის“ ინტერესების შემცველი, ამიტომაც იყო, რომ მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით „ევროპაში“, „ევროპისკენ წინ“, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები