მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, თურქეთის მოქალაქის რ.კ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანისა და საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 102,97 გრამი) გამოვლინდა.

თურქეთის მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7 522.25 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, 7 522.25 ლარით დაჯარიმდა, ხოლო, საქართველოს მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 2900,74 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები