საქართველოში საარსებო მინიმუმი 245 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემების თანახმად, მაისის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245.1 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 39.5 ლარით ანუ 19%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით იანგარიშება, რომელიც 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს.
საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები