სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთში, ადიგენისა და ახალციხის სოფლებში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ყირიმ–კონგო რეგიონში ორ ადამიანს დაუფიქსირდა, აქედან ერთი ადიგენის სოფელ წახანში ცხოვრობს, მეორე – ახალციხის სოფელ მუგარეთში.

ამრიგად, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანის დაავადების შემთხვევები 20-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, მედიკოსები სამ საეჭვო შემთხვევას აკვირდებიან.

მიმდინარე წელს გამოვლენილი 20 შემთხვევიდან 9 ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, 6 – ადიგენში, 5 – ასპინძაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები