ირაკლი ზარქუა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების პოზიციას ყველა თემასთან მიმართებით მხარს უჭერს და ეთანხმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, GORBI-ის კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების პოზიციებს ეთანხმება.

„ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს და ეთანხმება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ყველა თემასთან მიმართებით, რაც არის აქტუალური. ეს არის გაწევრიანება, სტატუსის მიღება – იმსახურებს თუ არა საქართველო, ომთან მიმართებით ჩვენი პოზიცია და პატიმარ სააკაშვილთან მიმართებით რა პოზიციაც არის. აქ მორჩა, კითხვა აღარ უნდა დაისვას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები