ირაკლი ზარქუა: დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით მოწინავეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს ჩანიშნული ბრიფინგის მთავარი თემა ევროკავშირის საკითხი იქნება.

ზარქუას თქმითვე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

“პრეზიდენტს აქვს უფლება, ჩანიშნოს ბრიფინგი. დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ისევ და ისევ ევროკავშირის თემას. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ხაზს გაუსვამს, რომ პრეტენდენტ ქვეყნებს შორის საქართველო ყველა კრიტერიუმით მოწინავეა და აქედან გამომდინარე მგონია, რომ პრეზიდენტმა, ერმაც და ბერმაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს”,- აცხადებს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზე დაიწყება. ბრიფინგი, სავარაუდოდ, ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები