პრემიერმინისტრმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან თბილისის მერ კახა კალაძესა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მივიდა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მემორიალთან 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მაცხოვრის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ლუკა ბითაძემ აღავლინა. 13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები