13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა.

13 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს ადიდებას ემსხვერპლა 21, ხოლო უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, დაზარალდა 239 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი.

ზოოპარკის დატბორვის შედეგად, თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი და ერთი ბეჰემოთი აღმოჩნდა.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები