პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა, რეგლამენტის შესაბამისად, ზაალ უდუმაშვილის წერილობითი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ამას გარდა, ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი ადგილმონაცვლეების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის ინიციატივით გამოვიდა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

“ის საკითხი, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, სამართლებრივ ჭრილში, გარკვეულ დონეზე, შეიძლება იყოს კონსულტაციებისთვის საფუძვლიანი. მაგრამ ერთ შემთხვევაში თქვენი პარტიის თავმჯდომარე თავისი ნებით მიდის პარლამენტიდან, ზაალ უდუმაშვილი თავად მიდის, თქვენი ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა წავიდეს პარლამენტიდან. თუ პოლიტიკური კონტექსტი იქნება ისეთი, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ქმედითი ორგანო, სადაც, მიუხედავად პოზიციებისა, დეპუტატმა უნდა იმუშაოს, ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეიძლება კონსულტაციები გაიმართოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები