ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს.
ნათია თურნავას კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თურნავას გუშინ მოუსმინა და მხარი დაუჭირა.