ნათია თურნავა: წარდგენილი ვარ, როგორც ეროვნულო ბანკის საბჭოს წევრი – ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფორმატში, ამ სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს

მე წარდგენილი ვარ, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფორმატში, ამ სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მან ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ეს კითხვა არარელევანტური და არაკორექტულია.

“ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი პრეზიდენტი. ჩემთვის დიდი პატივი და ერთი სიამოვნებაა ვიმუშაო პრეზიდენტთან და ვიცეპრეზიდენტებთან ერთად. რა მოხდება მომავალში, ამ სპეკულაციებს, ალბათ, ვერ ავყვებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები