თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 6 ივნისს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ჯაფარიძის, ხომლის, ჭილაიას და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანის, ჩხეიძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, VII მიკრორაიონების, ქერჩის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), პოლიციის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, სულხან-საბას, ინგოროყვას, ლეონიძის, თაბუკაშვილის, კვალის, გერცენის, ქუთათელაძის და მესხიას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), როსტომაშვილის, ჩოხელის, ბალადინის, წულაძის, ბაქარაშილის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, პატარძეულის, დოლაბაურის, გელოვანის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის და უჯარმის ქუჩების მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები