საგარეო უწყება: საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა, მტკიცედ გვაქვს განზრახული კავშირები გავაღრმავოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების 30 წლის იუბილეს ეხმაურება.

„დღეს საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდით, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე. მტკიცედ გვაქვს განზრახული კავშირები გავაღრმავოთ მომავალ წლებში“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში, რომელიც “ტვიტერზე” ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები