სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
როგორც ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში პოლარიზაციას გაზრდის.
„იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.