„მე ვერაფერს ვერ ვხედავ“ – ზურაბიშვილი კითხვაზე, ხედავს თუ არა ივანიშვილის გავლენას ხელისუფლების გადაწყვეტილებებში

მე ვერაფერს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა  „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენას საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებში.

პრეზიდენტის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილი წელიწადნახევარია არ უნახავს.

„მე ვერაფერს ვერ ვხედავ, მართალი გითხრათ, რადგან ივანიშვილი არ მინახავს წელიწადნახევარია, აზრზე არ ვარ, ვისთან არის კონტაქტში, ან არ არის კონტაქტში, რა შეიძლება იყოს მისი გავლენა ან არ გავლენა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები