სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიცია სარგებლობს შეცდომებით, რომ იაროს ბრიუსელში

შენ ხარ ხელისუფლება და შენ იღებ გადაწყვეტილებებს, შენ გაქვს მთავარი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად ნათელია, რომ ოპოზიცია სარგებლობს ყველა იმ შეცდომით, რომ იაროს ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური დაპირისპირებები გვერდზე უნდა გადაიდოს, რადგან ახლა საჭიროა ერთიანობა.

„სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩადის. მე მგონი, იმის დრო არ არის, რომ ევროპელებს მივცეთ განცდა, რომ ქართველები ყველანი იქ არიან და ვინ, ვინ არის და ვინ რომელზე ცუდს ამბობს – ესეც არ არის ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ წაგვადგება. თუმცა, ოპოზიცია სარგებლობს შეცდომებით და იქ, აკეთებს აპელირებას იმაზე, რომ ვითომ ეს იყოს მხოლოდ მთავრობა [მთავრობის შეცდომა] და ამას გავლენა არ ჰქონდეს ქვეყნის რეპუტაციაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები