საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით, – ამის შესახებ ბიუჯეტის და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
იოჰანეს ჰანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ მივიღე ამბიციური და რეალისტური სიახლე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისგან.
ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, ევროკავშირს დაუახლოვდნენ. ყოველ დღე!“, – წერს იოჰანეს ჰანი.