მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი კონსტიტუცია ადგენს იმის ძირითად გარანტიებს, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სასამართლო

“როდესაც სასამართლო ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კონსტიტუცია ადგენს ძირითად გარანტიებს იმისა, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სასამართლო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების შესაძლებლობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ძირს გამოუთხრიდა.

“ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გახლავთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება, იქნება ეს ოპოზიციაზე თუ მმართველ ძალაზე, რასაკვირველია, მიუღებელია. ის, რაც თავის დროზე იყო შემოთავაზებული და აქტიურად პროპაგანდირებული, რომ ოპოზიციას ჰქონოდა ქმედითი ბერკეტი, უშუალოდ ზემოქმედების შესაძლებლობა სასამართლო ხელისუფლებაში გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, საკადრო საკითხებზე და ა.შ, ეს აბსოლუტურად ძირს გამოუთხრიდა მთლიანად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, როგორც სასამართლო ხელისუფლების გამართული ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები