ანდრია ჯაღმაიძე: ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის გამართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, აქცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ არის.
“ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, გაცნობებთ, რომ ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.
ბატონი ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად”, – წერს ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, ანჩისხატის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ ანჩისხატის თავის სახელობის ტაძარში დაბრუნების მოთხოვნით აქცია 5 ივნისს, 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან დაანონსდა.