ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თითქმის ყველა პარამეტრში გვაქვს დიდი უპირატესობა, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან

თითქმის ყველა პარამეტრში გვაქვს დიდი უპირატესობა, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითაც მოწინავე ქვეყანაა.

„რაც შეეხება მოლდოვას, იქ ძალიან მძიმე ვითარებაა. ყველამ ყველაფერი იცის ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ პარამეტრებს, თითქმის ყველა პარამეტრში გვაქვს დიდი უპირატესობა, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან. და თუ ვინმეს დაჭერაზეა საუბარი, მას შემდეგ, რაც მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინა, აღძრეს საქმე ყოფილ პრეზიდენტზე – იგორ დოდონზე და რამდენიმე დღეში დაიჭირეს კიდეც ამ ბრალის საფუძველზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები