როგორ ვრცელდება “მაიმუნის ყვავილი” – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინფექცია ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.

“აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა, 99%-იანი ალბათობით, არ შეუძლია”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ყვავილის“ ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით, დაცულები არიან „მაიმუნის ყვავილისგან“.

“დღეისთვის არსებობს 2 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ნებადართულია. ისინი ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ ანალოგიური დაცულობის და განკურნების მექანიზმი აქვთ „მაიმუნის ყვავილზე“. როდესაც არის ორი პრეპარატი და ვაქცინა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები