ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმი არ ჩატარდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი არ ჩატარდება.

ანატოლი ბიბილოვის შესაბამისი ე.წ. განკარგულების წარმოება მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა შეაჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება “რეფერენდუმზე წარმოდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობის გათვალისწინებით” იქნა მიღებული.

გაგლოევმა შემდგომი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან კონსულტაციების გამართვა გადაწყვიტა.

ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. მან შესაბამის განკარგულებას ხელი 13 მაისს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები