ირაკლი ღარიბაშვილი: მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

“შეხვედრა გავმართე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან. იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები