პაპუაშვილი – ჟურნალისტებს: ქმნით ახალ ამბავს და არა – აშუქებთ, ამით ხართ ახლა დაკავებული

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლოჟა, საიდანაც საპროტესტო ბანერი გადმოფინეს, ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად გამოყოფილი ადგილია, რომელსაც ახლა კონკრეტული მედიის წარმომადგენლები არ ასრულებენ.

“მინდა, ჟურნალისტებს მივმართო, რომლებმაც ჟურნალისტების ლოჟიდან გადმოფინეს ბანერი, ძვირფასო ჟურნალისტებო, ის ლოჟა, სადაც თქვენ იმყოფებით, ეს არის ლოჟა განკუთვნილი ჟურნალისტებისთვის იმისთვის, რომ მანდედან აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა, თქვენ რასაც აკეთებთ, სინამდვილეში, თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენ მედიაში არის, სამწუხაროდ, მედიის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი და სწორედ ამით ხართ ახლა დაკავებული, რომ ქმნით ახალ ამბავს და არა აშუქებთ ახალ ამბავს. თქვენ ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც ეს არის გამოყოფილი”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში მომუშავე მედიის ნაწილმა ფოიეში აბრა გადმოკიდა, რომელზეც “თავისუფლება ნიკას” – ეწერა. ჟურნალისტების “მთავარი არხის” დამფუძნებლის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები