ილია დარჩიაშვილი: EU-ს კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, თუმცა, წევრ ქვეყნებს შორის არსებობს სხვადასხვა მოსაზრება

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა, წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება

“საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ცალსახაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, – ამბობს დარჩიაშვილი.

ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილს ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები