2022 წლის ბოლომდე, წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე, წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება.
მათივე ცნობით, დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლაბორატორიის შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება.
სარემონტო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა შალიკაძემ დაათვალიერეს და ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.