მარტვილში 26 მაისი აღნიშნეს  

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები, ასევე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოენახულებინა ეთნოგრაფიული კუთხე. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.  მარტვილის მუნიციპალიტეტის  სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

17:10 საათზე საზეიმოდ აღინიშნა 26 მაისი, მოწვეულმა მომღერალმა ანი მორგოშიამ შეასრულა საქართველოს ჰიმნი. ღონისძიებების ბოლოს ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა დასკვნითი საზეიმო კონცერტი“, – აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები