ისრაელის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ისრაელის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უწყებამ 26 მაისთან დაკავშირებით მომზადებული, ეოთხწუთიანი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

“ისრაელის საელჩოს თანამშრომლები გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვაცოცხლებთ ფიროსმანის ყველასათვის საყვარელ გმირებს”, – აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ისრაელის ელჩმა, რან გიდორმაც მიულოცა. ამის შესახებ განცხადება ელჩმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

“ისრაელის საელჩო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”, – წერს რან გიდორი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები