პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარადგინა. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.
“ამის განსახილველად წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა.