პიანისტ ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძეს დღეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
როგორც ცნობილია, პიანისტს 15:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, ლექსო თორაძე 11 მაისს 69 წლის ასაკში, აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.