ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე 17 და 18 მაისს საქართველოში, მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტს გამართავს. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დერეკ შოლე საქართველოს ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე კონსულტაციების გასამართად 18 მაისს ეწვევა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი მთავრობის წევრებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მათთან რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, კრემლის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიისკენ სწრაფვა განიხილოს.