აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და რუსმა კოლეგამ, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად ისაუბრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსტინმა რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ოსტინმა ხაზი კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობასაც გაუსვა.