სალომე ზურაბიშვილი: ლექსო თორაძის გარდაცვალებით საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრეზიდენტის თქმით, ლექსო თორაძის გარდაცვალებით საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი.
“ლექსო გავიცანი ნიუ იორკში, თითქმის 40 წლის წინ … ის “ახალი” ემიგრანტი მე “ძველი” ემიგრაციის შვილი და მთელი საღამო ვისაუბრეთ ყველაფერზე და საქართველოზე. ის უნიჭიერესი მუსიკოსი, მე ახალგაზრდა დიპლომატი… ამის მერე ხშირად არ შევხვედრილვართ ერთმანეთს თუმცა სადაც შემეძლო კონცერტი არ გამომიტოვებია და სადაც ვხვდებოდი სულ იმ განცდით რომ ძალიან დიდი ხნის ძალიან ახლობელ მეგობარს ვხდებოდი.
საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.