ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალური ტურის მონაწილეები გამოვლინდნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” ფინალში 42 მოსწავლე გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინალური ტურის მონაწილეთა შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდა ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2022-1. დასკვნითი ღონისძიება zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ და საკონკურსო კომისიას ელექტრონულად გაუგზავნონ.
საბოლოოდ, 10 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდება და გამარჯვებულების ვინაობა 20 მაისს დაგეგმილ ონლაინშეჯიბრზე გაირკვევა. პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის თემაზე ესეები მოამზადეს და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს. კომისიამ თითოეული მოსწავლის ნაშრომი შეაფასა და ფინალისტები შეარჩია. საქართველოს ეროვნული არქივი პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები