დავით ზალკალიანი: მოუთმენლად ველი დადებით რეაგირებას ევროკომისიის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოთხოვნაზე
მოუთმენლად ველი ევროკომისიის მხრიდან დადებით რეაგირებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოთხოვნაზე, – ასე ეხმიანება აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი საქართველოს მიერ ევროკავშირისთვის კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემას.
„დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. მოუთმენლად ველი ევროკომისიის მხრიდან დადებით რეაგირებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოთხოვნაზე”, – წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.
Today, Prime Minister @GharibashviliGe conveyed the second part of the completed EU membership questionnaire to EU Ambassador @CarlHartzellEU. Looking forward to positive feedback from European Commission on 🇬🇪🇺🇦🇲🇩 call to join 🇪🇺
— David Zalkaliani (@DZalkaliani) May 10, 2022