იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი დაემორჩილება მკურნალობის გეგმას და ის თავადვე აღმოუჩენს საკუთარ თავს დახმარებას, რომლის გარეშეც პენიტენციური სამსახური ვერაფერს გახდება, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი თავადვე ამბობს უარს გარკვეული ტიპის მზრუნველობის მიღებაზე, რომელსაც მას პენიტენციური დაწესებულება სთავაზობს.
“ის თავადვე ამბობს უარს გარკვეული ტიპის მზრუნველობის მიღებაზე, რომელსაც მას პენიტენციური დაწესებულება უწევს და სთავაზობს. იმედი მაქვს, ბატონი სააკაშვილი შეიცვლის თავის პოზიციას, დაემორჩილება მკურნალობის იმ გეგმას, რომელიც პენიტენციურ სამსახურს აქვს და თავადვე აღმოუჩენს საკუთარ თავს დახმარებას, რომლის გარეშეც პენიტენციური სამსახური ვერაფერს გახდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.